
მთავრობა იმ მშენებლობებს დაასუბსიდირებს, სადაც მ² 1700 ლარზე იაფია
28/05/2020 09:33:46 ეკონომიკა
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სახელმწიფო იმ მშენებლობებს დაასუბსიდირებს, სადაც მ² 1700 ლარზე იაფია.
ანტიკრიზისულ გეგმაში ეს ინიციატივა ამგვარადაა ჩამოყალიბებული:
• სახელმწიფო, ახალი პროგრამის ფარგლებში, გასცემს შესყიდვის გარანტიას, პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არაუმეტეს 30% -ზე;
• დეველოპერები გარანტიას მიიღებენ აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი 1 კვ.მის ის ფასსზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 700 ლარს;შესყიდვის გარანტია მოქმედია გარანტიის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში;
• გარანტია უქმდება, თუ გარანტიის მიმღები ვერ ახდენს პროექტის სრულად დაფინანსების დადასტურებას (financial closing) სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
• ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შესყიდული საცხოვრებელი ბინები ასევე გადაეცემათ დევნილ ოჯახებს;
ამ მიმართულებაზე 200 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.