
ვის შეეხება იპოთეკური სესხების სუბსიდირება
28/05/2020 09:23:52 ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს, რომლებიც 2020 წლის პირველი ივნისიდან აიღებენ ლარის იპოთეკურ სესხს, 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხების პროცენტის 4%-ს დაუფინანსებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პროგრამის პირობები:
- იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე; სახელმწიფო თანადაფინანსება - 4%;
- სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განახლდება თუ ასცდა 5%-ს);
- სესხის ჭერი 200 000 ლარია;
- თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება (ხელშეკრულების დადებიდან);
- სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.
ამ მიმართულებაზე 70 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.