რუსეთში COVID–19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4142–მდე გაიზარდა
28/05/2020 07:51:14 მსოფლიო
რუსეთში COVID–19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4142–მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 174 ადამიანი დაიღუპა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 4 142 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 379 051 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 150 993 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 357 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 790 000–ს გადააჭარბა, 2 500 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 738-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 573 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


