საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 8500–ს გადააჭარბა
28/05/2020 07:32:57 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 8500–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი თურქეთსა და რუსეთშია დაღუპული.
- თურქეთი: 159 797 ინფიცირებული, 4431 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 4 568 ინფიცირებული, 54 გარდაცვლილი
- სომხეთი: 8 216 ინფიცირებული, 113 გარდაცვლილი
- რუსეთი: 379 051 ინფიცირებული, 4142 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 357 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 790 000–ს გადააჭარბა, 2 500 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 738-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 573 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


