ბოლო 24 საათში სომხეთში COVID–19–ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
28/05/2020 07:12:15 მსოფლიო
ბოლო 24 საათში სომხეთში COVID–19–ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, დღე– ღამის განმავლობაში დაავადებით 15 ადამიანი დაიღუპა და 442 დაინფიცირდა.
შეგახსენებთ, რომ დღემდე სომხეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 7–ს არ გადასცილებია.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 113 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 8 216 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 287 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 357 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 790 000–ს გადააჭარბა, 2 500 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 738-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 573 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


