Accentnews.ge
ნათია თურნავა „გაზპრომთან“ წარმოებულ მოლაპარაკებას წარმატებულად მიიჩნევს

ნათია თურნავა „გაზპრომთან“ წარმოებულ მოლაპარაკებას წარმატებულად მიიჩნევს

27/05/2020 20:26:35 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „გაზპრომთან“ წარმოებულ მოლაპარაკებას წარმატებულად მიიჩნევს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი: ჩვენი მოლაპარაკება გაზის ყველა მომწოდებელთან, რასაც ამ ბოლო დროს ვაწარმოებთ, მათ შორის „გაზპრომთან“ არის წარმატებული. თითოეული ცვლილება და დაზუსტება, რომელიც შედის კონტრაქტში და ეს არ არის ახალი კონტრაქტი (წლის ბოლომდე დადებული კონტრაქტია), მორიგი დაზუსტებები შევიდა, ემსახურება უფრო მეტად კონკურენტული გარემოს შექმნას საქართველოში“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

ეკონომიკის მინისტრი მიანიშნებს საქართველოს ბაზრისთვის ბუნებრივი აირის ფასის კლების შესახებ:

„თქვენ შეგიძლიათ ისიც დაინახოთ, რომ (მიუხედავად იმისა, რომ კომერციული საიდუმლოებაა და ჩვენ კონკრეტული ფასების შესახებ მოკლებული ვართ შესაძლებლობას) საქართველოს ბაზარზე საბითუმო ფასები ბუნებრივ აირზე ქვევით მოდის. იქნება ეს გაზგასამართი სადგურების ფასები თუ ისეთი საწარმოების გაზმომარაგება, როგორიც არის აგარის შაქრის კომბინატი, ამაზე პრემიერიც საუბრობდა და სწორედ, ჩვენს ხელთ არსებული გაზის რესურსის გამო გახდა შესაძლებელი, რომ აგარის შაქრის კომბინატი ამ დღეებში ამოქმედდა“.

თურნავამ ბუნებრივ აირზე ფასის კლების მიზეზებიც განმარტა:

„ეს არის სრულიად კომფორტული, კონკურენტული პირობები და თითოეული შემდგომი დაზუსტება ემსახურება პირობების გაუმჯობესებას. ფასები თქვენ თუ ატყობთ, ბაზარზე იკლებს, ეს არის კონკურენციის შედეგი. ასევე არის აზერბაიჯანულ გაზზე ფასის კლების ტენდენცია. აქ არის ორი ფაქტორი: ერთი, მსოფლიოში გაზის ფასი იკლებს და ბუნებრივია ამას მოჰყვება ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებები. მეორე, ეს არის კონკურენცია. ისეთ რთულ რესურსშიც კი, რომელიც ჩვენთან პრაქტიკულად არ მოიპოვება (როგორიც არის ნავთობი და ბუნებრივი აირი), ჩვენ კონკურენტული ვითარების წყალობით ვახდენთ ფასების შემცირებას".

შეგახსნებეთ, რომ "გაზპრომის" განცხადებით, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ფასი უცვლელი დარჩება.

ცნობისთვის: 2017 წლამდე რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველო ტრანზიტის საფასურად გატარებული აირის მოცულობის 10%-ს იტოვებდა. 2017 წლის შემდეგ ხელშეკრულების პირობები შეიცვალა და ტრანზიტის საფასურად ქვეყანა არა ბუნებრივ აირს, არამედ კონკრეტულ თანხას იღებდა. ამასთან, მოცულობები და თანხა არ საჯაროვდებოდა. მხარეებს შორის ეს კონტრაქტი პერიოდულად განახლებადია. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) რუსულ "Gazprom Export"-თან ხელშეკრულება კიდევ ერთხელ განაახლა. კერძოდ, კომპანიის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, მხარეებს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის განახლება 2020 წლის აპრილში მოხდა (ტარიფი კვლავ საიდუმლოა) და ის ძალაში 2020 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, GOGC-მ აპრილში განაახლა ხელშეკრულება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "SOCAR Gas Export-Import"-თანაც. ახალი ხელშეკრულება 2020 წლისთვის საქართველოში ე.წ. სოციალური გაზის ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: „არ გამოვრიცხავ, "გაზპრომის" განცხადება უბრალოდ რუსეთის სახის შენარჩუნებას ემსახურებოდეს“

საკარანტინო შეზღუდვების ფონზე დაბალი მოთხოვნისა და განახლებადი წყაროების მიწოდებების ზრდის გამო ევროპაში გაზის ფასები სწრაფად ეცემა. ევროპული ბაზარი გადავსებულია, გაზის საცავები თითქმის შეივსო

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S