ბოლო 24 საათში თურქეთში Covid-19-ით 34 ადამიანი გარდაიცვალა
27/05/2020 18:07:08 მსოფლიო
დღე–ღამის განმავლობაში თურქეთში Covid-19-ით 34 ადამიანი გარდაიცვალა და 1 035 დაინფიცირდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თურქეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 431-ს აღწევს, დადასტურებულია ინფიცირების 159 797 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 122 793 ადამიანი.


