Accentnews.ge
კვიპროსი უცხოელ ტურისტებს, რომლებიც კორონავირუსით ქვეყანაში მოგზაურობისას დაავადდებიან, მკურნალობის ხარჯებს დაუფარავს

კვიპროსი უცხოელ ტურისტებს, რომლებიც კორონავირუსით ქვეყანაში მოგზაურობისას დაავადდებიან, მკურნალობის ხარჯებს დაუფარავს

27/05/2020 14:58:54 მსოფლიო

კვიპროსი უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ახალი კორონავირუსით ქვეყანაში მოგზაურობის დროს დაავადდებიან, მკურნალობის ყველა ხარჯს დაუფარავს.

სპეციალურად ტურისტებისთვის იქნება გამოყოფილი საავადმყოფო, ხოლო მათი ოჯახის წევრები სასტუმროებში დარჩებიან. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, კვიპროსის ბიუჯეტიდან დაიფარება ინფიცირებულთა ოჯახის წევრების ქვეყანაში დარჩენისა და კვების ხარჯებიც.

კვიპროსში სასტუმროები ტურისტების მიღებას 9 ივნისიდან გეგმავენ. პირველ ეტაპზე საზღვარი გაიხსნება გერმანიის, საბერძნეთისა და ისრაელის მოქალაქეებისთვის. 20 ივნისიდან ამ ნუსხას ცენტრალური ევროპის ქვეყნები დაემატება. გაერთიანებული სამეფოს, რუსეთისა და შვედეთის მოქალაქეები კვიპროსზე გამგზავრებას ივლისიდან შეძლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S