Accentnews.ge
"პანდემიის მართვის კარგი მოდელით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა სწრაფად მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში"

"პანდემიის მართვის კარგი მოდელით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა სწრაფად მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში"

27/05/2020 14:45:14 ეკონომიკა

ეკონომიკური ექსპერტი ოთარ ანგურიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წარდგენილ ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ "პანდემიის მართვის კარგი მოდელითა და შეზღუდვების სწრაფი გახსნით, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა სწრაფადვე მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში".

ანგურიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას მაღალი ორგანიზებულობით შეხვდა, რამაც ქვეყანა წარმატებული მართვის მაგალითად აქცია მსოფლიო რუქაზე

"სრულდება COVID 19-თან ბრძოლა საქართველოში. კორონა - მარცხდება. 29 მაისიდან უკვე მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, ხოლო 8 ივნისიდან პრაქტიკულად ყველაფერი განაახლებს ჩვეულ მუშაობას. და, ქვეყანა დაჩქარებული ტემპით შეუდგება მზადებას უცხოელი ტურისტების უსაფრთხოდ მიღებისათვის.

უდავოა, რომ ამ სამი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პანდემიას მაღალი ორგანიზებულობით შეხვდა, რაც ძალიან კარგ შედეგშიც აისახა და საქართველო წარმატებული მართვის მაგალითად აქცია მსოფლიო რუქაზე. იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო იყო გაჩერებული და საქართველოს პანდემიის მართვის კარგი მოდელითა და შეზღუდვების სწრაფი გახსნით, შესაძლებლობა ეძლევა ეკონომიკის სწრაფი ამუშავებით სწრაფადვე მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა +რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში“,- წერს ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S