Accentnews.ge
ჯალალაბადში ტერორისტულ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ჯალალაბადში ტერორისტულ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

13/06/2019 16:04:36 სხვა, მსოფლიო

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 11 ადამიანი.

თვითმკვლელი ტერორისტი სამართალდამცველების გამშვებ პუნქტს დაესხა თავს.

ნანგარხარის პროვინციის გუბერნატორის, ათაულა ხოგიანის განცხადებით, ჯერ გაურკვეველია, დაღუპულები სამხედროები არიან თუ სამოქალაქო პირები.

ჯალალაბადში მომხდარი თავდასხმა  ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ დაგმო და აღნიშნა, რომ ტერორისტები ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს პირისპირ ბრძოლაში წინააღმდეგობას ვერ უწევენ და მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S