Accentnews.ge
გახარია: „ხარჯებს 600 მილიონით შევამცირებთ“

გახარია: „ხარჯებს 600 მილიონით შევამცირებთ“

27/05/2020 12:04:52 ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, წელს მთავრობა მიმდინარე ხარჯებს 600 მილიონით შეამცირებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა.

„ტურიზმი მომენტალურად მოქმედებდა სოფლის მეურნეობაზე, დეველოპმენტზე, ვაჭრობაზე, სხვადასხვა სერვისებზე. მოგეხსენებათ, 12 მლნ ტურიზმის მოლოდინში საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოება იყო ამ მოცემულობისთვის მომზადებული. დღეს, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არ იქნება. დღეის მონაცემებით, საბიუჯეტო ციფრებში რომ გადავიდეთ, რეალური მონაცემები იქნება შემდეგი – ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები, დაახლოებით, მილიარდ 800 მილიონი საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, 600 მლნ ლარით ჩვენ შევამცირებთ ხარჯებს, ეს იქნება 300 მლნ მიმდინარე ხარჯები და 300 მლნ კაპიტალური ხარჯები. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტ-ნაკლები ზიანისა და ზარალის გარეშე, ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში არ იქნება აქტუალური. 3 მლრდ ლარი არის საჭირო ქვეყნისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად და სოციალური მხარდაჭერის იმ გეგმებისთვის, რომლებიც ჩვენ გამოვაცხადეთ. რეალურად, ეს წარმოადგენს ოთხი მლრდ 200 მლნ ლარს. ეს იყო ის საწყისი ეტაპი, რომლითაც ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები დავიწყეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო იყო და ფაქტს ვსაუბრობ პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში დაასრულა მოლაპარაკებები და შეათანხმა სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ახალი პროგრამის შეთანხმება სავალუტო ფონდთან, ნიშნავდა სხვა დონორებთან მუშაობის გამარტივებას, რაც სულ რაღაც ორი-სამი კვირის განმავლობაში როგორც ფაქტი უკვე დადასტურდა და საქართველოს მთავრობამ მიიღო მხარდაჭერა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან მილიარდ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და ამ თანხის გარკვეული ნაწილების ათვისება ჩვენ უკვე დავიწყეთ. კერძო სექტორისთვის კი, და ესეც აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა, მას შემდეგ, რაც მთავრობის მოთხოვნილებები ჩვენი ლიკვიდობის პრობლემა მოვაგვარეთ, ბიზნესთან ერთად დავიწყეთ დონორებთან საუბარი და ჩვენი კერძო სექტორისთვის, საბანკო-საფინანსო რეალური სექტორისთვის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მივიღეთ თანხმობა მზაობაზე, რომ დამატებით მილიარდ 500 მლნ დოლარიც არის მათთვის მზად, იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ლიკვიდობის პრობლემა ექნებათ, რომ ეს რესურსი აითვისონ. მოგეხსენებათ, რომ დაკორექტირებულ ბიუჯეტს ჩვენ უახლოეს პერიოდში, ეს იქნება უახლოესი კვირა, 10 დღე შემოვიტანთ და ეს იქნება ის, სადაც გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S