Accentnews.ge
"საქართველოს გადასაწყვეტია, რას მოუხერხებს ანაკლიის პორტს, აშშ-ის ტონი კი არ გვაწყობს"

"საქართველოს გადასაწყვეტია, რას მოუხერხებს ანაკლიის პორტს, აშშ-ის ტონი კი არ გვაწყობს"

13/06/2019 15:36:19 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ -ის სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ. 

"ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს" - განაცხადა, "რადიო თავსიუფლების" ცნობით, გრიგორი კარასინმა პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ.

ცნობისთვის: 11 ივნისს ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძესთან საუბრის ერთ-ერთი თემა ანაკლიის პორტიც იყო.

„იმედი მაქვს, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს“, - განაცხადა მაიკ პომპეომ. მისივე თქმით, ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან და არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა, პომპეოს თქმით, არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს.

ამავე თემაზე: რატომ ჩათვალა პომპეომ აუცილებლად ანაკლიაზე დახურული შეხვედრის შემდეგ საუბარი: სამი ექსპერტის მოსაზრება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S