"თუ ჩვენ გვყავს 7000 ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ინფიცირებულია 14 000 ადამიანი და მათმა 90%-მა ამის შესახებ არ იცის"
27/05/2020 11:19:59 მსოფლიო
სომხეთში ათასობით ადამიანია ინფიცირებული ახალი კორონავირუსით ისე, რომ მათ ამის შესახებ არ იციან, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„როგორც წესი, მხოლოდ ნაწილი, დაახლოებით ნახევარი შემთხვევების გამოვლენა ხდება. მაშასადამე, თუ ჩვენ გვყავს 7000 ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ინფიცირებულია 14000 ადამიანი და მათმა 90%-მა ამის შესახებ არ იცის. აი, რატომ არის დამცავი ნიღბების ტარება აუცილებელი“,- განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის: ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსის 7774 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 98 ადამიანი ემსხვერპლა.


