Accentnews.ge
„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლისათვის „ჩატის“ ფუნქცია დანერგა

„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლისათვის „ჩატის“ ფუნქცია დანერგა

27/05/2020 11:03:53 ეკონომიკა, რეკლამა

„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, ციფრულ არხებში ჩატის ფუნქცია დანერგა. ამის შესახებ „აქცენტს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მობაილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდზე მომხმარებლებს 24- საათიან რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე ან ისარგებლოს ონლაინ კონსულტაციით. ამასთან, თუკი რომელიმე საბანკო ოპერაციის შესრულების პროცესში მომხმარებელს დახმარება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება/დაზუსტება დასჭირდება, ან, უბრალოდ, შეკითხვა გაუჩნდება, მათ შეუძლია ჩატით მარტივად ისარგებლონ.

„საქართველოლს ბანკის“ ონლაინ ჩატს ბევრი საინტერესო ფუნქცია აქვს − მისი გამოყენებით არა მხოლოდ სასურველ საბანკო სერვისებზე კონსულტაციის გავლაა შესაძლებელი, არამედ ჩატის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს გაგზავნოს ან გადმოწეროს საჭირო ფაილები, გააზიაროს ბმულები, მიადევნოს თვალი საუბრის ისტორიას და სხვ.

„საქართველოს ბანკი“ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ციფრული არხების განვითარებას. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ჩატის ფუნქცია შესთავაზა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით ტრანზაქციების განხორციელებას, საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მიღებას. ჩატის გამოყენება პროცესს კიდევ უფრო სწრაფს, მარტივს და კომფორტულს ხდის“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.bog.ge

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S