გადაყენებული გუბერნატორი, რომელმაც პუტინს სასამართლოში უჩივლა, ჰოსპიტალიზებულია
27/05/2020 10:16:27 მსოფლიო
ჩუვაშეთის რესპუბლიკის გადაყენებული ხელმძღვანელი მიხეილ იგნატიევი, რომელმაც პრეზიდენტ პუტინის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, ჰოსპიტალიზებულია, ოფიციალური ინფორმაციით – ორმხრივი მწვავე პნევმონიით.
რუსული მედიის ინფორმაციით, იგნატიევი პეტერბურგის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.
58 წლის იგნატიევი ჩუვაშეთს 2010 წლიდან 2020 წლის იანვრამდე ედგა სათავეში. იანვარში პუტინმა იგი “ნდობის დაკარგვის” ოფიციალური მოტივით გადააყენა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყოფიმა გუბერნატორმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
იგნატიევი რუსეთის რეგიონების პირველი ხელმძღვანელია, რომელმაც პუტინის გადაწყვეტილებების გასაჩივრება გაბედა.
სასამართლოს სხდომა 30 ივნისისთვისაა ჩანიშნული.


