რუსეთში უმუშევრობა უკვე 23%-ზე მეტით გაიზარდა
27/05/2020 10:05:01 მსოფლიო
მიმდინარე წლის აპრილში რუსეთში უმუშევართა რაოდენობამ, ოფიციალური ინფორმაციით, 4 მილიონ 300 ათასს გადააჭარბა, რაც დასაქმებული მოსახლეობის 5,8-ს შეადგენს.
ამასთან, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით უმუშევრობა, მარტის თვის მდგომარეობასთან შედარებით, უკვე 23%-ზე მეტითაა გაზრდილი, - იუწყება “როსსტატი”.
რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგნოზით, წლის შედეგებით ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობამ შესაძლოა, 5 მილიონს გადააჭარბოს.


