რუსეთში COVID–19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4000–ს მიუახლოვდა
27/05/2020 08:08:53 მსოფლიო
რუსეთში COVID–19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4000–ს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 161 ადამიანი დაიღუპა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 3 968 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 370 680 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 142 208 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 352 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 600 000–ს გადააჭარბა, 2 444 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 735-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 557 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


