კოვიდინფიცირებულთა დღიური რაოდენობის კუთხით სომხეთის მონაცემები იტალიურს მიუახლოვდა
27/05/2020 08:00:30 მსოფლიო
კოვიდინფიცირებულთა დღიური რაოდენობის კუთხით სომხეთის მონაცემები იტალიურს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით 372 ადამიანი დაინფიცირდა, იტალიაში კი – 397.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 98 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 7774 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 255.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 352 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 600 000–ს გადააჭარბა, 2 444 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 735-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 557 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


