აშშ-ის სარდლობა: "რუსეთმა ლიბიაში საბრძოლო თვითმფრინავები გადაისროლა"
26/05/2020 16:28:57 მსოფლიო
აშშ-ის სამხედრო ძალების აფრიკის სარდლობის ცნობით, ცოტა ხნის წინ რუსეთმა ლიბიაში საბრძოლო ავიაცია ხალიფა ჰაფთარის მხარეზე მებრძოლი ფორმირებებისა და დაქირავებულების დასახმარებლად გადაისროლა .
ამერიკული სარდლობის საიტზე გამოქვეყნებულია იმ თვითმფრინავების სურათები, რომელიც ლიბიაში სირიიდან გადაისროლეს. ხოლო იმისათვის, რომ ასეთი ტრანზიტი გაესაიდუმლოებინათ, თვითმფრინავების საიდენტიფიკაციო ნიშნები დაფარული იყო.
აფრიკული სარდლობის მეთაურის სტივენ ტაუსენდრის ცნობით, თავდაპირვლად რუსეთი უარყოფა ლიბიის კონფლიქტში მონაწილეობას, მაგრამ ახლა უკვე „ამას აღარ მალავს“. გარდა ამისა, არც ხალიფა ჰაფთარის ლიბიის ეროვნული არმია და არც რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ დამოუკიდებლად არ ფლობენ მეოთხე თაობის თვითმფრინავებს, რომლებიც ლიბიაში გამოჩნდნენ.
„დაქირავებული რუსი მფრინავები იფრენენ რუსეთის მიცემული თვითფრინავებით და დაბომბავენ ლიბიელებს“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. უფრო ადრე სირიიდან რუსული ავიაციის ლიბიაში გადასროლის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ცნობა. მასში ნათქვამი იყო, რომ თვითმფრინავები ლიბიაში სირიაში მდებარე ბაზა ხმეიმიმიდან ჩაფრინდნენ.
რუსეთი უარყოფს რაიმე სახით მონაწილეობას ლიბიის სამოქალაქო კონფლიქტში, რომელიც ქვეყანაში 2011 წლიდან მიმდინარეობს.
„თუკი მაინც იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები, ისინი არ წარმოადგენენ რუსეთის ინტერესს და არ იღებენ ფულს რუსეთის მთავრობისგან“,– განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ინავარში.


