Accentnews.ge
იტალიის პრეზიდენტი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

იტალიის პრეზიდენტი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26/05/2020 13:31:53 საგარეო პოლიტიკა

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მის ქართველ კოლეგასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„როგორც ჩვენი ბოლოდროინდელი სატელეფონო საუბრისას აღვნიშნეთ, თბილისსა და რომს შორის არსებული მყარი მეგობრობა და ის მჭიდრო ურთიერთკავშირები, რომლებიც ქართველ და იტალიელ ხალხს აერთიანებს, საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებულად დინამიკურ ურთიერთობებს. სამომავლოდ ასეთივე ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორისაც“, – აღნიშნულია სერჯო მატარელას მისალოც წერილში.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა სცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შესძლო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S