Accentnews.ge
ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილში გასახდელი ოთახები უქმდება

26/05/2020 14:19:53 ეკონომიკა

„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.

საუბარია ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, "ზარა", "მა­სი­მო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრა­დი­ვა­რი­უ­სი" და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.

მაღალაშვილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. მისივე თქმით, პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S