ესპანეთში ათდღიანი გლოვა გამოცხადდა
26/05/2020 12:55:47 მსოფლიო
ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა მოსახსენიებლად 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა.
გლოვის პერიოდში დაეშვება დროშები ქვეყნის სახელმწიფო შენობებზე და შეიარაღებული ძალების ხომალდებზე.
10–დღიანი გლოვა ოფიციალური ცერემონიით დასრულდება, რომელსაც სახელმწიფო მეთაური წარუძღვება.
ცნობისთვის: ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსს 26 837 ადამიანი ემსხვერპლა.


