რუსეთში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა
26/05/2020 12:31:20 მსოფლიო
რუსეთში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ჩუკოტკის რეგიონში მოხდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფა ტექნიკურმა მანიპულაციებმა გამოიწვია.
„ვერტმფრენში ეკიპაჟის 3 წევრი იყო და ერთი ტექნიკოსი. ყველა მათგანი გარდაიცვალა“,-აცხადებს ჩუკოტკის გუბერნატორი რომან კოპინი.
ცნობისთვის: ეს უკვე მეორე "მი-8" ტიპის სამხედრო ვერტმფრენია, რომელიც რუსეთში ბოლო დღეების მანძილზე ჩამოვარდა. 19 მაისს, ამავე ტიპის ვერტმფრენის კატასტროფას მოსკოვთან ახლოს, სამი ადამიანი ემსხვერპლა.


