Accentnews.ge
ბოლო 24 საათში რუსეთში COVID–19–ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში რუსეთში COVID–19–ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

26/05/2020 08:16:50 მსოფლიო

ბოლო 24 საათში რუსეთში COVID–19–ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 174 ადამიანი გარდაიცვალა და 8915 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 3 807ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 362 342 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 131 129 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 347 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 590 000–ს გადააჭარბა, 2 368 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 732-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 537 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S