Accentnews.ge
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველი ქალები იმუშავებენ

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველი ქალები იმუშავებენ

13/06/2019 08:59:08 სხვა, საზოგადოება

2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ქალი მაშველები იმუშავებენ. მაშველები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და ისინი საკურორტო სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საკურორტო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება. საერთო რაოდენობიდან ამ სეზონზე 20-მდე მაშველი ქალი იქნება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სოციალურ ქსელში ქალი მაშველების ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას მათ ფუნქცია-მოვალეობებს განუმარტავს:

ქალი მაშველების გამოჩენას საზოგადოების გარკვეული ნაწილი სექსისტური კომენტარებით გამოეხმაურა ფეისბუკში. იყო დამცინავი კომენტარები მაშველი გოგონების  გარეგნობაზე, ტანსაცმელზე, მიუხედავად იმისა, რომ იგივე უნიფორმას ატარებენ კაცი მაშველები უკვე წლებია.

„ასეთს არ ველოდი“, „ქალმა როგორ უნდა დამიცვას“, „ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ კარგი“ და მსგავსი შინაარსის კომენტარები.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S