სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7400–ს გადააჭარბა
26/05/2020 07:12:54 მსოფლიო
სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7400–ს გადააჭარბა. სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 289 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო დაავადებით 4 გარდაიცვალა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 91 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 7 402 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3,220
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 347 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 590 000–ს გადააჭარბა, 2 368 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 731-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 526 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


