ბოლო 24 საათში Covid-19-ით ბრაზილიაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე აშშ–ში
26/05/2020 06:59:58 მსოფლიო
ბოლო 24 საათში Covid-19-ით ბრაზილიაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე აშშ–ში. ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ბრაზილიაში ახალმა კორონავირუსმა 807 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო აშშ–ში – 500.
რას შეეხება ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, ამ მხრივ ბრაზილია მსოფლიოში აშშ–ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებით 23,522 ადამიანი დაიღუპა, დადასტურებულია ინფიცირების 376,669 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 153,833 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 347 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 590 000–ს გადააჭარბა, 2 368 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 731-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 526 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


