13 ქვეყანა, სადაც COVID-19 ჯერ არ დაფიქსირებულა
25/05/2020 19:40:10 მსოფლიო
ახალი კორონავირუსი (COVID-19) მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა არის გამონაკლისებიც — ქვეყნები, სადაც ინფიცირების შემთხვევა, ოფიციალური მონაცემებით, ჯერ–ჯერობით არ დაფიქსირებულა.
ოფიციალური მონაცემებით, სიაში შედის ჩრდილოეთ კორეაც, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ამ ქვეყანაში დაავადება დადასტურებულია, თუმცა ამ ფაქტს მალავენ.
13 ქვეყანა, სადაც ახალი კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა:
- თურქმენეთი
- ჩრდილოეთ კორეა
- სოლომონის კუნძულები
- ვანუატუ
- ტონგა
- სამოა
- კირიბატი
- ნაურუ
- მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
- პალაუ
- ტუვალუ
- მარშალის კუნძულები
- ნიუე
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 346 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 500 000–ს გადააჭარბა, 2 304 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 731-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 526 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


