ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 300 ადამიანი დაინფიცირდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
25/05/2020 18:08:14 მსოფლიო
ბოლო 24 საათში იტალიაში ახალი კორონავირუსით 300 ადამიანი დაინფიცირდა, რაც მარტის დასაწყისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობას, გასული დღე–ღამის განმავლობაში ვირუსმა 92 ადამიანი იმსხვერპლა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 32 877 ადამიანი დაიღუპა, დადასტურებულია ინფიცირების 230 158 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 141 981 პირი.


