Accentnews.ge
“მეუფე ანტონმა წარმოაჩინა რეალობა, რაც დღეს მოსახლეობაში უკვე ამოტივტივდა”

“მეუფე ანტონმა წარმოაჩინა რეალობა, რაც დღეს მოსახლეობაში უკვე ამოტივტივდა”

25/05/2020 15:38:41 საზოგადოება

“მეუფე ანტონმა წარმოაჩინა რეალობა, რაც დღეს მოსახლეობაში უკვე ამოტივტივდა”, – ასე ეხმიანება საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის დღევანდელ განცხადებას.

"ტენდენციური, უსამართლო დამოკიდებულება ეკლესიისადმი, დაუსაბუთებელი ცილისწამებები მუდმივად მომდინარეობს სწორედ იმ სეგმენტიდან, რომელზეც მეუფე საუბრობდა. [...] თუ არასამთავრობოები და ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ, გააგრძელებენ ეკლესიის და ტრადიციების წინააღმდეგ ამგვარ დამოკიდებულებას, სწორედ ეს გამოიწვევს საშიშროებას და არა ის, რომ მეუფე ანტონმა იქადაგა", – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ მივიდა მიტროპოლიტი ანტონი იქამდე, რომ მსგავსი განცხადებები გაეკეთებინა.

"ეს ადამიანი გამოხატავს ძალიან ბევრი ადამიანის გულისტკივილს, როდესაც ამას ამბობს, რომ მივედით იქამდე, მიწევს ამისი თქმაო, რომ არ დასრულდა ლანძღვა ეკლესიის სწორედ იმ ხალხისგან, რომლებიც გრანტებით და სხვა სახის დაფინანსებებით ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ”.

იხილეთ ასევე: ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S