Accentnews.ge
მეუფე ანტონი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს

მეუფე ანტონი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს

25/05/2020 09:49:10 საზოგადოება

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს.

როგორც მან ქადაგებისას განაცხადა, გარკვეული ძალები, "რომლებიც ევროპიდან ფინანსდებიან, ეკლესიას ოკრესტრირებულად უტევენ და ცდილობენ, რომ მომავალ თაობაში უარყოფითი განწყობები შექმნან".

„ჩვენი ახალგაზრდები არამარტო ეცნობიან ევროპულ ღირებულებებს არამედ აქტიურად არიან ჩართული, რომ ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებში გაუწიონ პროპაგანდა ევროპულ ფასეულობებს. მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება, ესენი ყველა ის ადამიანები არიან ვინც ეკლესიას უტევს, ვინც სულდგმულობს ევროპის დაფინანსებით. მებადება ეჭვი, ხომ არ გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა. თვალი ხომ არ გავახილოთ? რა ხდება? თუ ეს არის ევროპის ფასეულობა - ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა. მე სერიოზულად ვფიქრობ და ამ საკითხს ალბათ სინოდშიც დავაყენებ, ხომ არ ჩაგვეტარებინა ხელახალი რეფერენდუმი და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს - გვინდა თუ არა ასეთი ევროპა. უკვე კისერში ამოვიდა მათი ყოველდღიური ეკლესიის ლანძღვა გინება, სასულიერო პირების ქილიკი. ჩვენ ვხედავთ რომ მომავალ თაობაში იმუშავა უკვე ამან და ეკლესიისაკენ გახედვა არ უნდათ. ჩვენ უნდა დავიწყოთ სათანადო ზომების მიღება. ყველა მღვდელმთავარს სათითაოდ ჩამოვივლი და უნდა შევატყობინო, გადავხედოთ ჩვენს მდგომარეობას. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მათ, გონზე მოვიდნენ და ეს ორკესტრირებული შემოტევა ეკლესიაზე შეწყვიტონ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

მოგვიანებით, მიტროპოლიტმა ანტონმა ქადაგება წერილობითი "პოსტით" განმარტა:

“თქვენ იცით ჩემი შეხედულებანი ევროპაზე, პირველად ჩვენთან ეპარქიაში ჩემი კურთხევით ჩამოყალიბდა ევრო კლუბი სურიონი, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა არა მარტო ეცნობა, არამედ მათ შეხედულებებს ევროპისეულ ღირებულებებზე უზიარებს რაიონის ახალგაზრდობას. ჩვენი მოსწავლეები არიან ახალგაზრდა ევროპარლანამენტის წევრები. არ გავაგრძელებ მათი წარმატებების შესახებ, მინდა მხოლოდ ვთქვა, ჩვენი დედა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილნი ძალები , ფინანსდებიან და მათ მხარს უჭერს ევროპა და ამერიკა, ეს ძალები ასევე აქტიურად არიან ჩართული ლგპტ-ების მხარდასაჭერ ღონისძიებების ჩატარებებში და მრავალი სხვა. ხომ არ კეთდება აქედან ის დასკვნა, რომ მათ ეკლესიის ლანძღვა-გინებაში მხარს უჭერს ისინი, ვისგანაც სულდგმულობენ. ეს ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ გვაფიქრებინოს, რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები და ასეთ ფასეულებეს გავემიჯნოთ. შემდეგ გიკვირთ ეკლესიისაგან ევროპისა და ამერიკის დემონიზაცია. უნებლიედ ფიქრობ, რომ კომუნისტური მარწუხებისაგან განთავისუფლებულებმა და ეიფორიაში მყოფებმა, ალერსით გაბრუებულებმა და საკენკით მიტყუებულებმა, შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა, რადგან ეს გზა ჩვენი ლანძღვა გინების, დისკრედიტიზაციის და მომავალი თაობების ეკლესიისადმი ზიზღით აღზრდისკენაა მიმართული. ნუ გვაფიქრებინებთ, რომ თვალახელილებმა ხელახლა გადავსინჯოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი, გვინდა თუ არა იმ ღირებებულებით და ფასეულობებთ ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულელყოფაა. თქვენ, თქვენი უგუნურებით არა მარტო ეკლესიის მტრები და მოძულენი ხართ, არამედ ვისგანაც სულდგმულობთ მათიც".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S