
„სიძულვილის ენა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, რიგ შემთხვევებში შეზღუდვას საჭიროებს“
13/06/2019 10:12:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „სიძულვილის ენა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, რიგ შემთხვევებში შეზღუდვას საჭიროებს“.
"სიძულვილის ენა, სამწუხაროდ, გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამოცანაა, მოვძებნოთ გამოსავალი. სიძულვილის ენა პრობლემაა ჩვენს მედიაში და ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში. როდესაც ვსაუბრობთ იმავე, პოლიტიკურ კულტურაზე, სანამ იქნება ამ მასშტაბით წარმოდგენილი სიძულვილის ენა მედიაში თუ პოლიტიკაში, პოლიტიკურ კონსოლიდაციაზე საუბარი წარმოუდგენელია. როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და რიგ შემთხვევებში საჭიროებს შეზღუდვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების განხილვა, რომელიც სიძულვილის ენას ეხება, პარლამენტში დაჩქარებული წესით მოხდება.