აზერბაიჯანში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4200–ს გადააჭარბა
25/05/2020 13:36:32 მსოფლიო
აზერბაიჯანში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4200–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 2 ადამიანი დაიღუპა და 149 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში დაავადებამ 51 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 4271 შემთვევა, გამოჯანმრთელებულია 2700 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 346 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 500 000–ს გადააჭარბა, 2 304 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 731-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 526 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


