Accentnews.ge
რუსეთის პრემიერი ქვეყნის მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასვენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთის პრემიერი ქვეყნის მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასვენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

25/05/2020 13:27:34 მსოფლიო

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი ქვეყნის მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასვენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„დიახ, გარკვეული წინსვლა მიღწეულია კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ახალი კორონავირუსული ინფექცია შემოტანილი იქნა საზღვარგარეთიდან, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თავი შეიკავოთ უცხოეთში ტურისტული მოგზაურობისგან. გთხოვთ, ნუ აჩქარდებით. რამდენიმე დღიანი დასვენების გამო შესაძლოა, ძალიან დიდი ფასის გადახდა მოგიწიოთ“,- აღნიშნა მიშუსტინმა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 3 633 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 353 427 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 118 798 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 346 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 500 000–ს გადააჭარბა, 2 304 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 731-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 526 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S