ჩერნოგორიის პრეზიდენტმა ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხების შესახებ განაცხადა
25/05/2020 12:02:55 მსოფლიო
ჩერნოგორიამ კორონავირუსი დაამარცხა, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა.
«ჩერნოგორია კორონავირუსს წარმატებით გაუმკლავდა! ინფიცირებები მეტი აღარ არის! დასრულებულია დიადი ბრძოლის ეს ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობისთვის — ადამიანთა სიცოცხლისთვის», - წერს ჯუკანოვიჩი Twitter-ში.
კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა ჩერნოგორიაში 6 მაისს გამოვლინდა. იმ დროისთვის განიკურნა ბოლო პაციენტიც. 324 დადასტურებულ შემთხვევაზე ქვეყანაში გარდაცვალების 9 შემთხვევა მოდის.


