
20-მა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტში 300 000 ხელმოწერა წარადგინა
13/06/2019 09:53:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
20-მა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტში 300 000 ხელმოწერა წარადგინა.
საუბარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებაზე უკვე 2020 წელს და არა 2020 წლის შემდეგ, როგორც ამას „ქართული ოცნების“ ინიციატივით განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილება ითვალისწინებს.
პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო, სულ მცირე 200 000 ხელმოწერის შესაგროვებლად სპეციალური ჯგუფი თებერვალში დარეგისტრირდა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მილიონ ხელმოწერას შეაგროვებდნენ.
„ჩვენ დღეს შეგვაქვს 300 000 ხელმოწერა, მაგრამ კამპანია გრძელდება მილიონი ხელმოწერის შესახებ. 10 დღის განმავლობაში ხელმოწერების ნამდვილობას პარლამენტი იხილავს, შემდეგ უკვე სესიაზე საერთო საჯარო განხილვის სპეციალური კომისია იქმნება, რომელიც ერთთვიან შეხვედრებს ჩაატარებს საქართველოს მასშტაბით. შემდეგ პროცესი გადავა პარლამენტში, ჯერ კომიტეტში, შემდეგ სხდომაზე და ალბათ, დაახლოებით შემოდგომისთვის გვეცოდინება, თუ რა ელოდება „ქართულ ოცნებას“ - არჩევნებისა და კანონიერი გზით გარკვეული პოლიტიკური შესუნთქვები, თუ სხვა გზებით ცოტა უფრო მძაფრი ფორმა, შეიძლება, პოლიტიკური სუნთქვის შეწყვეტაც” - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.