Accentnews.ge
ესპანეთი ტურისტების მიღებას ივლისიდან გეგმავს

ესპანეთი ტურისტების მიღებას ივლისიდან გეგმავს

25/05/2020 09:18:56 მსოფლიო

ესპანეთი ტურისტების მიღებას ივლისიდან გეგმავს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა რეიეს მაროტომ გააკეთა.

"ქვეყანაში ჩამსვლელთათვის ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი სავარაუდოდ, ივლისისთვის უკვე გაუქმებული იქნება", – განაცხადა მინისტრმა.

ესპანეთში Covid-19-მა 28 752 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებული ინფიცირების 235 772 შემთხვევა, დაავადებისგან 196 958 პირი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 346 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 500 000–ს გადააჭარბა, 2 304 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 731-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 526 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S