საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 500 000–ს გადააჭარბა
25/05/2020 09:01:35 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 500 000–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 156 827 ინფიცირებული, 4 340 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 4 122 ინფიცირებული, 49 გარდაცვლილი
- სომხეთი: 7 113 ინფიცირებული, 87 გარდაცვლილი
- რუსეთი: 353 427 ინფიცირებული, 3633 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 346 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 500 000–ს გადააჭარბა, 2 304 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 731-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 526 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


