ჩინეთში ღამის კლუბები გაიხსნა
25/05/2020 08:13:54 მსოფლიო
ჩინეთში ღამის კლუბები გაიხსნა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სტუმარსა თუ კლუბის თანამშრომელს ახალი წესების დაცვა მოუწევთ. ახალი კორონავირუსის პრევნეციის მიზნით სავალდებულოა ნიღბებისა და ერთჯერადი ხელთათმანების ტარება. ამასთან, შენობაში შესვლამდე სტუმრებმა უნდა გაიზომონ ტემპერატურა, სახელები, გვარები და ტელეფონის ნომრები მიაწოდონ კლუბის ადმინისტრაციას.
კლუბებში კარის სახელურები და სხვა ზედაპირები ყოველ ერთ საათში სადეზინფექციო ხსნარებით გაიწმინდება. ყველა სტუმარს უფასოდ ურიგდება ხელის გასაწმენდი საშუალებები.
ცნობისთვის: ღამის კლუბების გახსნას სამხრეთ კორეაში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოჰყვა. სეულის ერთ-ერთი კლუბის ე.წ. კლასტერი 200-ზე მეტ ადამიანს მოიცავს.


