მე–10 დღეა, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 10 000-ს ჩამოსცდა
25/05/2020 08:04:23 მსოფლიო
მე–10 დღეა, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 10 000-ს ჩამოსცდა. როგორც ქვეყნის ოპერატიული შტაბი იუწყება, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 8 946 ადამიანი დაინფიცირდა და 92 გარდაიცვალა.
24 მაისს ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 8 599 ადამიანი დაინფიცირდა, 23 მაისს – 9 434, 22 მაისს – 8894, 21 მაისს – 8849 20 მაისს – 8764, 19 მაისს – 9 623, 18 მაისს – 8926, 17 მაისს – 9 709, 16 მაისს – 9 200. მანამდე, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში დაავდებით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10 000–ს აჭარბებდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 3 633 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 353 427 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 118 798 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 346 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 500 000–ს გადააჭარბა, 2 304 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 731-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 526 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


