ბოლო 24 საათში სომხეთში COVID–19–ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
25/05/2020 07:16:42 მსოფლიო
ბოლო 24 საათში სომხეთში COVID–19–ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 452 ადამიანს დაუდგინდა, 6 კი დაავადებით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ მე–7 დღეა, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200–დან 452–მდე მერყევობს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 87 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 7 113 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 145.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 346 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 500 000–ს გადააჭარბა, 2 304 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 731-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 526 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


