აშშ–მა ბრაზილიასთან მიმოსვლა დროებით აკრძალა
25/05/2020 06:18:17 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრაზილიასთან მიმოსვლა დროებით აკრძალა. გადაწყვეტილება ოფიციალურმა ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთღად იმატა.
რეგულაცია იმ უცხოელ მოგზაურებზე ვრცელდება, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიაში იმყოფებოდნენ. თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, რომ ბრაზილიასთან ვაჭრობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. უკანასკნელი მონაცემებით, დაავადებამ 22 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 364 000–მდე კი ინფიცირებულია.


