Accentnews.ge
პეკინი – ვაშინგტონს: „უბრალოდ ოცნებობთ, თუ ფიქრობთ, რომ პანდემიით გამოწვეული შედეგებისთვის ჩინეთი კომპანსაციას გადაიხდის“

პეკინი – ვაშინგტონს: „უბრალოდ ოცნებობთ, თუ ფიქრობთ, რომ პანდემიით გამოწვეული შედეგებისთვის ჩინეთი კომპანსაციას გადაიხდის“

24/05/2020 17:40:14 მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ​პანდემიით გამოწვეული შედეგებისთვის პეკინი კომპანსაციას არ გადაიხდის.

"სამწუხარო ფაქტია, რომ Covid-19-ის გარდა, ამერიკაში პოლიტიკური ვირუსიც ვრცელდება და ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა ჩინეთს თავს დაესხას. უმჯობესია, აშშ-მა შეწყვიტოს ძვირფასი დროის ფლანგვა. მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჩინეთი პანდემიით გამოწვული შედეგებისთვის კომპენსაციის გადახდას აპირებს, ის უბრალოდ ოცნებობს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ პეკინში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთში გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა. დღეისათვის Covid-19 მსოფლიოსთ თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. მოგვიანებით, ჩინეთი ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში მსოფლიო ლიდერებმა და მედიამ არაერთხელ დაადანაშაულეს.

კორონავირუსის პანდემიამ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ჩინეთს დააკისრა. ხოლო აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) ინფორმაციით, ჩინეთთან დაკავშირებულ ჰაკერებს COVID-19-ის კვლევით დაკავებული ამერიკული ორგანიზაციები სამიზნეში ჰყავთ ამოღებული.

იხილეთ ასევე: “ხუთი თვალის” სადაზვერვო თანამეგობრობის დოსიე ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის თაობაზე

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 344 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 410 000–ს გადააჭარბა, 2 255 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 730-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 522 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S