Accentnews.ge
ჩინეთი საკუთარ თავს კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლს უწოდებს და აშშ-ს აკრიტიკებს

ჩინეთი საკუთარ თავს კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლს უწოდებს და აშშ-ს აკრიტიკებს

24/05/2020 17:16:55 მსოფლიო

ჩინეთი საკუთარ თავს პანდემიის მსხვერპლს უწოდებს და აშშ-ს აკრიტიკებს. პეკინი აცხადებს, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეტანილ ნებისმიერ სასამართლო სარჩელს „საერთაშორისო სამართლის პრეცედენტის თვალსაზრისით არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია".

"ჩინეთმა, რომელიც სხვა სახელმწიფოების მსგავსად გლობალური პანდემიის მსხვერპლი გახდა, სხვა ქვეყნებს დახმარების ხელი გაუწოდა. ჩვენდა სამწუხაროდ, ახალი კორონავირუსის მძვინვარე პანდემიას ემატება აშშ-ში გავრცელებული პოლიტიკური ვირუსი, რომელიც ყველა შესაძლებლობას იყენებს ჩინეთზე თავდასხმისა და დისკრედიტაციისათვის“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმმა პეკინში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთში გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა. დღეისათვის Covid-19 მსოფლიოსთ თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. მოგვიანებით, ჩინეთი ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში მსოფლიო ლიდერებმა და მედიამ არაერთხელ დაადანაშაულეს.

კორონავირუსის პანდემიამ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ჩინეთს დააკისრა. ხოლო აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) ინფორმაციით, ჩინეთთან დაკავშირებულ ჰაკერებს COVID-19-ის კვლევით დაკავებული ამერიკული ორგანიზაციები სამიზნეში ჰყავთ ამოღებული.

იხილეთ ასევე: “ხუთი თვალის” სადაზვერვო თანამეგობრობის დოსიე ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის თაობაზე

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 344 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 410 000–ს გადააჭარბა, 2 255 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 730-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 522 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S