მე–7 დღეა, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200–დან 374–მდე მერყევობს
24/05/2020 08:15:56 მსოფლიო
მე–7 დღეა, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200–დან 374–მდე მერყევობს. ბოლო 24 საათში ვირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა და 359 დაინფიცირდა.
გუშინ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 374 ადამიანი დაინფიცირდა, 22 მაისს –322, 21 მაისს – 335, 20 მაისს – 230, 19 მაისს –218, 18 მაისს – 351. 18 მაისამდე სომხეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200–ს არ აღემატებოდა.
რაც შეეხება Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობას, სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი 5–ს არ გადასცილებია.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 81 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 6 661 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 064.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 344 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 410 000–ს გადააჭარბა, 2 255 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 730-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 522 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


