მე–5 დღეა, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200–დან 351–მდე მერყევობს
22/05/2020 11:26:40 მსოფლიო
მე –5 დღეა, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200–დან 351–მდე მერყევობს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში, ახალი კორონავირუსით 322 ადამიანი დაინფიცირდა, 21 მაისს – 335, 20 მაისს – 230, 19 მაისს –218, 18 მაისს – 351. 18 მაისამდე სომხეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200–ს არ აღემატებოდა.
რაც შეეხება Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობას, სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი 5–ს არ გადასცილებია.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 74 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 5 928 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2 874.


