Accentnews.ge
ნორვეგიული მედია: ტანკერზე, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ქართველებიც იმყოფებოდნენ

ნორვეგიული მედია: ტანკერზე, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ქართველებიც იმყოფებოდნენ

13/06/2019 10:00:54 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართალი

ნორვეგიული კომპანია „ფრონტლაინის“ კუთვნილი ტანკერის ბორტზე,  რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ეკიპაჟის წევრებს შორის ქართველებიც იმყოფებოდნენ, – იუწყება  ნორვეგიული გამოცემა „ვერდენს განგი“. 

მისივე ცნობით, ეკიპაჟის 23 წევრს შორის ძირითადად რუსები, ქართველები და ფილიპინელები არიან. 

გამოცემის ინფორმაციით, ისინი ამ დროისთვის მეორე ტანკერის ეკიპაჟის წევრებთან ერთად ირანის პორტში უსაფრთხოდ არიან. 

„ფრონტლაინის“ კუთვნილი ნავთობმზიდი 75 000 ტონა ნავთობით იყო დატვირთული. არსებული ინფორმაციით, ხომალდის ბორტზე სამი აფეთქება მოხდა.

ცნობისთვის: შეგახსენებთ, დღეს ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. მეორე ნავთობმზიდი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S