რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3200–ს გადააჭარბა
22/05/2020 08:12:59 მსოფლიო
რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3200–ს გადააჭარბა. როგორც ქვეყნის ოპერატიული შტაბი იუწყება, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 8 894 ადამიანი დაინფიცირდა და 150 გარდაიცვალა.
16 მაისიდან ქვეყანაში კორონავირუსით ახალი ინფიცირების შემთხვევები მცირდება.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 3 249 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 326 448 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 99 825 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 334 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 199 000–ს გადააჭარბა, 2 086 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 723-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


