Accentnews.ge
აპრილში აშშ–ში ​სადეზინფექციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენების გამო 3 600-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

აპრილში აშშ–ში ​სადეზინფექციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენების გამო 3 600-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

22/05/2020 07:48:20 მსოფლიო

აპრილში აშშ–ში ​სადეზინფექციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენების გამო 3 600-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ტოქსიკოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

ამერიკელი ექიმები და სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელი კომპანიები მოსახლეობას მოუწოდებენ არც დალიონ და არც ინექცია გაიკეთონ სადეზინფექციო საშუალებების, რადგან ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.

აღნიშნული მოწოდებები აშშ–ის პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შეიძლება, ვირუსი შეაკავოს.

„სადეზინფექციო საშუალება ერთბაშად გათიშავს ვირუსს. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მისი შეყვანა პაციენტის ორგანიზმში. სადეზინფექციო საშუალება ფილტვებში მოხვდება. საინტერესოა ამის შემოწმება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S