Accentnews.ge
ბრაზილიაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000–ს გადააჭარბა

ბრაზილიაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000–ს გადააჭარბა

22/05/2020 07:38:09 მსოფლიო

ბრაზილიაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 1188 ადამიანი დაიღუპა და 18 508 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალმა კორონავირუსმა 20 082 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 310 921 შემთხვევა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რიო დე ჟანეიროსა და სან პაულოს საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების 85% კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს აქვთ დაკავებული.

ბოლო 4 კვირაა, ბრაზილიაში Covid-19-ით ინფიცირებისა შემთხვევები მკვეთრად იმატებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 334 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 199 000–ს გადააჭარბა, 2 086 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 723-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S